პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა
პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

პაკისტანში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

„ბიბისის“ ცნობით, თავდასხმა ავღანეთის საზღვართან, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში გამთენიისას მოხდა. დანაღმული მანქანა პოლიციის შენობაში შევარდა, რომელიც პაკისტანის არმიის ბაზად გამოიყენება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის „თალიბანთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.

თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, აფეთქდა ბაზის ტერიტორიაზე არსებული საბრძოლო მასალა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოკლულია შვიდი თავდამსხმელი.