პაკისტანში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 11 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზის ტერიტორიაზე, სპორტულ მოედანზე აიფეთქა თავი.
სამი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
ინციდენტი სვატის ოლქში დღის მეორე ნახევარში მოხდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შახიდ ჰაკან აბასიმ მომხდარი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.