პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად, კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა, სამხედრო ვერტმფრენებით კაბინაში მყოფი რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. მედიის ცნობით, კაბინაში რვა ადამიანი იმყოფება, მათ შორის ექვსი ბავშვი.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბატაგრამში მოხდა. საბაგიროს გამოყენებით ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და კაბინა მაღალ სიმაღლეზე გაჩერდა. ადგილზე სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველმა ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილს დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ მიაღწია.