პაკისტანში, საარჩევნო უბანზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, საარჩევნო უბანზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აფეთქებას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 30-ს აღემატება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება პოლიციის ავტომობილის სიახლოვეს მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ქვეყანაში საპარლამენტო და რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რის გამოც უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ამომრჩეველთა უსაფრთხოებას 800 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე არაერთი ტერაქტი და თავდასხმა განხორციელდა.