პაკისტანში ISIS-ის მიერ განხორციელებულ ტერაქტს 128 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბალუჯისტანის პროვინციაში, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს სულ მცირე 128 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტერორისტული აქტი ხალხმრავალ მიტინგზე განხორციელდა.
დაღუპულებს შორის არიან პოლიტიკოსებიც, ასევე პარტიის – „ბალუჯისტან ავამი“ ლიდერი ნავაბზადა სირაი რაისანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე დაეშმა აიღო.