პაკისტანში ჰაერის ტემპერატურამ 52.2 გრადუსი შეადგინა. სიცხის ტალღა სამხრეთ პროვინცია სინდში დაფიქსირდა.
საერთაშორისო ექსპერტთა განცხადებით, ექსტრემალური ტემპერატურა მთელ აზიაში გასულ თვეს გაუარესდა, რაც კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული.
სინოპტიკოსების პროგნოზირებენ სიცხის მორიგ ტალღას როგორც სინდში, ასევე დედაქალაქ ყარაჩიშიც.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, პაკისტანი მეხუთე ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების გავლენის მიმართ. პაკისტანში ბოლო წლებში ასევე გახშირებულია ნორმაზე უჩვეულოდ მეტი ოდენობის ნალექი და წყალდიდობები.
პაკისტანში რეკორდული, 54 გრადუსი ტემპერატურა 2017 წელს დაფიქსირდა.