პაკისტანის სამხრეთით, ჰაირპურის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხუთმა კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვანახშირით სავსე სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ავტობუსის გასწრებას შეეცადა, რა დროსაც მძღოლმა საჭის მართვა დაკარგა, შედეგად სატვირთო ამობრუნდა და ავტობუსს შეეჯახა.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.