პაკისტანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაღუპულებს შორის ჩინეთის ექვსი მოქალაქე და ერთი პაკისტანელი სამხედროა.
უცნობია, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში ამოქმედდა თუ გზისპირას.
შემთხვევა პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჰაზარის რეგიონში მოხდა. აფეთქების შედეგად, ავტობუსი ხევში გადავარდა. მაშველები ჩინეთის ერთ მოქალაქეს და ერთ პაკისტანელ სამხედროს ეძებენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავტობუსს 30 ჩინელი ინჟინერი ერთ-ერთი კაშხლის მიმართულებით მიჰყავდა.