პაკისტანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა
პაკისტანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა

პაკისტანში, სასტუმროსთან მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ქუეტაში მოხდა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბალუჯისტანის პროვინციის დედაქალაქია.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად და ასაფეთქებელი ნივთიერების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.