პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი
პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 პოლიციელი. დაღუპულია ორი ბავშვი, რომლებიც აფეთქების დროს პოლიციის შენობასთან გადაადგილდებოდნენ.
პოლიციის თანამშრომლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის შენობასთან მდგარ მოტოციკლეტზე იყო მიმაგრებული.
შემთხვევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.