პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს
პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისის“ პოლიციის ოფიცერმა დაუდასტურა.
სამართალდამცველის ცნობით, ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ.
არსებული ცნობებით, ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება. სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
საბაგირო ხაიბერ-პახტუნხვას მაღალმთიან პროვინციაში ტრანსპორტის გავრცელებული სახეობაა, ვინაიდან პაკისტანის აღნიშულ რეგიონში ცუდი საგზაო კავშირია.