პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს
პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ანვაარ ულ-ჰაკ კაკარის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, თეირანი და ისლამაბადი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანაში ელჩები დაბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პაკისტანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც დიპლომატებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

პაკისტანსა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა მიიტანა დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე, რასაც პაკისტანმა შესაბამისად უპასუხა. ამ იერიშებს ორივე მხარეს მოჰყვა მსხვერპლი.