პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ხანის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ხანის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დასაკავებლად მისულ სამართალდამცველებს ხანის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვისას ცრემლსადენი აირის ცარიელი ქილები წარმოადგინა, რომელიც პოლიციამ მისი სახლის მიმართულებით ისროლა.

სამართალდამცველები, უკვე მეორე დღეა, იმრან ხანის დაკავებას ცდილობენ. მას ბრალი ედება თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული სახელმწიფო საჩუქრების გაყიდვაში.

ვიდეომიმართვისას პოლიტიკოსმა შაბათს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის გარანტიები მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, წინა პროცესისას ორი თავდასხმა განხორციელდა.

იმრან ხანი ირწმუნება, რომ პოლიციას მისი დაკავების საბაბი არ აქვს, რადგან გირაოს იყენებს, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, გისოსებში გამოამწყვდიოს, რათა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს.