პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

როგორც „ბიბისი“ წერს, იმრან ხანის დაკავების შემდეგ ქალაქ კარაჩის ქუჩებში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტებმა ქუჩებში რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს და ქვები დაუშინეს.

პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში დააკავა. თავად იმრან ხანი კანონის დარღვევას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად 2018 წელს აირჩიეს. როგორც მედია წერს, ის დაუპირისპირდა პაკისტანის არმიას, დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და 2022 წლის აპრილში გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მას შემდეგ იმრან ხანი ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის აქტიური კრიტიკოსი იყო.