პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გირაოს საფუძველზე სასამართლოდან გაათავისუფლეს
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გირაოს საფუძველზე სასამართლოდან გაათავისუფლეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი გირაოს საფუძველზე სასამართლოდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, სასამართლოს გარეთ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პოლიციასა და ხანის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ იმრან ხანის დაკავება უკანონოდ 11 მაისს ცნო, თუმცა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის დაკავების იზოლატორში მაინც დატოვეს.

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გასამხედროებულმა ძლებმა კორუფციის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რასაც მოსახლეობის მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონტრანტებისა და პოლიციის შეტაკებების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო აქციის ასობით მონაწილე დააპატიმრეს.