პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს და მის მეუღლეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. იმრან ხანი უკვე იხდის პატიმრობის სამწლიან ვადას კორუფციის ბრალდებით.
ამასთან, მიმდინარე კვირას სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის ბრალდებით პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეს კი მას კორუფციის კიდევ ერთ საქმეზე 14 წელი მიესაჯა.
თავად იმრან ხანი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ის და მისი ცოლი უარყოფენ ბრალდებას, რომ მათ სამსახურებრივად მიღებული სახელმწიფო საჩუქრები პირადი სარგებლისთვის გაყიდეს.
პატიმრობასთან ერთად მათ ასევე 5,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ.