პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი დაჭრეს
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი დაჭრეს

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰსან იქბალი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მის მოკვლას ცდილობდა.

პოლიტიკოსების შეფასებით, მომხდარი გაზრდის პოლიტიკურ დაძაბულობას ივლისის ბოლოს დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების წინ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ იქბალს ტყვია მხარში აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდამსხმელი მალევე დააკავეს.

იქბალი, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.