პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ბელუჯისტანში ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ბელუჯისტანში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. გავრცელებული ცნობით, პირველი აფეთქება პიშინში, დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მოხდა, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. მეორე აფეთქება კი ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, „ჯამიათ ულემა ისლამის“ საარჩევნო შტაბთან.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია.
საყოველთაო არჩევნები პაკისტანში ხვალ, 8 თებერვალს უნდა გაიმართოს.