პაკისტანის საჰაერო ძალებმა ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
პაკისტანის საჰაერო ძალებმა ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, გენერალ ასიფ ღაფურის განცხადებით, ინდოეთის თვითმფრინავები პაკისტანის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ.
პაკისტანის არმიაში ამბობენ, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი ინდოელი სამხედრო მფრინავი დააკავეს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდოეთის მიერ ადმინისრირებულ ქაშმირის რეგიონში პაკისტანის სამი სამხედრო თვითმფრინავი შევიდა.
25 თებერვალს ინდოეთის სამხედრო ავიაციამ პაკისტანის ტერიტორიაზე რადიკალური ისალამური დაჯგუფების, „ჯაიშ ე მოჰამად“-ის ბანაკი დაბომბა.