პაკისტანის საგარეო უწყების ცნობით, ირანმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა
პაკისტანი აცხადებს, რომ ირანმა დაარღვია მათი საჰაერო სივრცე, რის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისლამაბადმა ირანი გააფრთხილა, რომ ინციდენტს შეიძლება „სერიოზული შედეგები“ მოჰყვეს და რომ ეს „სრულიად მიუღებელი“ იყო.
„შედეგებზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ირანს ეკისრება“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, პაკისტანს არ დაუკონკრეტებია ინციდენტის ადგილი და ის, თუ რა სახის საჰაერო სივრცის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.