პაკისტანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს
პაკისტანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს

პაკისტანი ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებს. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

პაკისტანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მუმტაზ ზაჰრა ბალოჩის თქმით, ისლამაბადი ირანიდან ელჩს გამოიწვევს და ასევე პაკისტანში ირანის ელჩს, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, პაკისტანში არ შეუშვებენ.

როგორც მედია წერს, პაკისტანმა ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას პაკისტანის საჰარეო სივრცის არაპროვოცირებული დარღვევა უწოდა.

„ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას და შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ირანს ეკისრება“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.