პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მაჰმუდ ქურეშის განცხადებით, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას თვითიზოლაციის რეჟიმში გააგრძელებს.
გასულ თვეს კორონავირუსი დაუდასტურდა პაკისტანის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციის რამდენიმე ლიდერსაც.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, მათი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა.
პაკისტანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 087 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 221 896 შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა ნახევარი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 551 პაციენტი გარდაიცვალა.