პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება აშშ-ისთვის სამხედრო ბაზების გამოყოფაზე უარს ამბობს
ავღანეთიდან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გამოყვანის ფონზე, პაკისტანის ხელისუფლება აშშ-ისთვის სამხედრო ბაზის გამოყოფაზე უარს ამბობს, – აღნიშნულის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მაჰმუდ ქურეშმა განაცხადა.
ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა გამოცემა „ნიუ იორქ თაიმსის“ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ოფიციალურ ვაშინგტონსა და ისლამაბადის მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიხედვით, პაკისტანში ამერიკული სპეცსამსახურების „მხარდაჭერის“ ბაზა უნდა შექმნილიყო, ავღანეთში ვითარების მონიტორინგისა და ანტიტერორისტული ოპერაციების განსახორციელებლად.