პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი 24-26 აგვისტოს ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ირანს ესტუმრება
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი 24-26 აგვისტოს ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ირანს ესტუმრება

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი მეჰმუდ ქურეში 24-26 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთსა და ირანს ესტუმრება.

ვიზიტისას ქურეში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც ავღანეთში არსებულ ვითარებასთან, ასევე დასახელებულ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

„ოფიციალურ ისლამაბადს მიაჩნია, რომ მეზობელი ქვეყნები სასიცოცხლო როლს ასრულებენ ავღანეთსა და რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში“, – ნათქვამია პაკისტანის საგარეო უწყების ინფორმაციაში.