პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი სამართალდამცველი.
გავრცელებული ცნობით, საკონსულოზე იერიში სამმა პირმა მიიტანა. მათ ხელყუმბარა ააფეთქეს და ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას საკონსულოს დაცვის სამსახური შეეცადა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული.