პაკისტანის ქალაქ ქუეტას ბაზართან აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 24 ადამიანი
პაკისტანის ქალაქ ქუეტას ბაზართან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 24 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კარტოფილთან ერთად, ტომარაში იყო დამალული.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის სამიზნეს ჰაზარების ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენდა. ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ინციდენტის ადგილზე, ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები.
თავდასხმას გამოეხმაურა და დაგმო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.