ჯანდაცვის საკითხებში პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვის საკითხებში პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ექიმ ზაფარ მირზას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პაკისტანის მთავარმა ინფექციონისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
მირზას თქმით, მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და ამჟამად სახლში, იზოლაციაში იმყოფება.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შაჰ მაჰმუდ ყურეშის.
პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 231 817 შემთხვევა, გარდაცვლილია 4 762 ადამიანი.