პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაკავებულ ინდოელ მფრინავს გაათავისუფლებენ
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაკავებულ ინდოელ მფრინავს გაათავისუფლებენ

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა განაცხადა, რომ დაკავებულ ინდოელ მფრინავს გაათავისუფლებენ. პაკისტანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავის მფრინავის გათავისუფლება დღეს იგეგმება.

როგორც იმრან ხანმა აღნიშნა, მფრინავის გათავისუფლება არის მშვიდობიანი ჟესტი, რომლის მიზანს კონფლიქტის დეესკალაცია წარმოადგენს.

„ვთხოვ ინდოეთს, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რადგან, რაც არ უნდა გააკეთოთ, პაკისტანი იძულებული იქნება, საპასუხო ზომებს მიმართოს. ასევე ვიმედოვნებ, რომ საერთშორისო საზოგადოება თავის როლს შეასრულებს და დღევანდელი სიტუაციის გამწვავებას თავიდან აიცილებს“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა 14 თებერვალს გამწვავდა, როდესაც ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში სამხედროების ავტობუსები ააფეთქეს. შედეგად, 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჯაიშმოჰამადმა“ აიღო, რომელიც პაკისტანშია ბაზირებული. ინდოეთმა პაკისტანი ტერორისტების დახმარებაში დაადანაშაულა და 25 თებერვალს „ჯაიშ ე მოჰამადის“ ბანაკი დაბომბა. თავის მხრივ პაკისტანმა ინდოეთის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდო და ქაშმირის შტატში ინდოეთის პოზიციებზე იერიში მიიტანა.