პაკისტანის ახალი პრემიერი მედიას სარედაქციო დამოუკიდებლობას ჰპირდება
პაკისტანის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ქვეყნის მთავარ სამაუწყებლო კომპანიას და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას დაჰპირდა. ყოფილმა სპორტსმენმა და პაკისტანის ახალმა პრემიერმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ პაკისტანის მედიაზე ცენზურა მოიხსნებოდა.
იმრან ხანი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის მთავარ სამაუწყებლო კომპანიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა.
„იმრან ხანის მმართველობის პერიოდში მედია იქნება თავისუფალი მთავრობის გავლენისგან და ცენზურისგან“, – დაწერა პაკისტანის ინფორმაციისა და მედიის ახალმა მინისტრმა ფავად ჰუსეინმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.