პაციენტის მეუღლეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
პაციენტის მეუღლეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანის მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი მკურნალობს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ტარდება, ასევე მოეწყო სპეციალური გამშვები პუნქტები. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვანის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.