პაციენტების მონაცემების დაზუსტების შედეგად, ინდოეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 20 პროცენტით გაიზარდა
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 003-ით გაიზარდა. როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ინდია“ წერს, მსხვერპლთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გამოიწვია მაჰარაშტრასა და დელის შტატების ჯანდაცვის უწყებების მიერ გარდაცვალების აქამდე დაურეგისტრირებელი შემთხვევების დამატებამ.
ამგვარად, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 11 914 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 10 914 ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 354 ათასზე მეტი შემთხვევა, საიდანაც თითქმის 187 ათასი ინფიცირებული უკვე განიკურნა.