პაატა სალია - ყარამანიშვილების სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
არანაირი სამართლებრივი საფუძველი ყარამანიშვილების სარჩელს არ აქვს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება საჯარო რეესტრს ედავო იმაზე, რომ მან აღასრულა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.
პაატა სალიას თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი მესამე პირად იქნებიან და ყველა სამართლებრივ შეკითხვას უპასუხებს „რუსთავი 2“.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა და შპს „ტელეკომპანია საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს. მომჩივანის მოთხოვნაა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირება ქიბარ ხალვაშის საკუთრებად.