პაატა მანჯგალაძე - ვინ არის ძველი, ვინ ახალი, ამას ხალხი წყვეტს, პოლიტიკაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ყველა ახალია, მათ შორის შალვა ნათელაშვილიც, რადგან ხელისუფლებაში არ ყოფილა
ჩემი მხრიდან სხვა ოპოზიციურ პარტიაზე საუბარი არაკორექტული იქნება, მაგრამ ვინ არის ძველი, ახალი და რა როგორ იქნება, ამას ვნახავთ, ამას ხალხი წყვეტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.
პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებზე გამოჩნდება, რამდენად არის პარტია „ლელო“ ალტერნატივა.
„ბევრი გვინახავს შეფასება, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და კარგები, თუმცა ბოლოს ვხედავთ, რომ ასეთი პარტიები ბარიერსაც ვერ ლახავენ. მათ გაერთიანებას და გამსხვილებას ვურჩევ. ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ყველა ახალია, მათ შორის შალვა ნათელაშვილიც, რადგან ხელისუფლებაში არ ყოფილა და ითვლება, რომ ახალია. „ლელო“ რამდენად არის ალტერნატივა, არჩევნებზე გამოჩნდება. საარჩევნო სტრატეგიაა, როცა ხალხი არ ლაპარაკობს პოზიტიურად, საკუთარ თავზე კარგად თავად უნდა ილაპარაკო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.