პაატა მანჯგალაძე - შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია
შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, აზიაᲨი სირბილის ნაცვლად, პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნდა აღრმავებდეს.
„რუსეთს ყველაფერი სჯობს, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ღარიბაშვილის მხრიდან ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად “, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.