პაატა მანჯგალაძე - საქართველოს სტატუსი რაღაც დათქმებით შეიძლება, ჰქონდეს, რათა ეს იყოს გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა საქართველოს რუსული გავლენის ზონაში დატოვებას არ აპირებს
საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ იმ პირობებში, როცა „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულება თითქმის ჩააგდო, ჩვენ რომ ვთქვათ, დასავლელ პარტნიორებს მაინც ვერ მოვატყუებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა საქართველოს რუსული გავლენის ზონაში დატოვებას არ აპირებს.
„საქართველოს სტატუსი რაღაც დათქმებით შეიძლება ჰქონდეს, რათა ეს იყოს გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა საქართველოს რუსული გავლენის ზონაში დატოვებას არ აპირებს. ამაში დასავლელი პარტნიორები უნდა დაგვეხმარონ და არა ანტიდასავლური კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე ტირაჟირებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.