პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი ჯერ არ არის ჩავარდნილი სინანულში
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ყველა ექსპერტმა, ვინც სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს ბრალეულობას ომთან დაკავშირებით, პოზიცია შეიცვალა და ყველა სინანულით ამბობს, რომ თავის დროზე ვერ შეაფასეს ის საფრთხეები, რაც 2008 წლს საქართველოს ემუქრებოდა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი ჯერ არ არის ჩავარდნილი სინანულში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვინც ცდილობს, საქართველო რაიმე ფორმით დაადანაშაულოს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაში, არის პოლიტიკური ნაძირალა.
„ყველა, ყველა ქართველი განსაკუთრებით, ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც ცდილობს, რაიმე ჩრდილი მიაყენოს ქართველ ბიჭებს, სამხედროებს, გარდაცვლილების ხსოვნას იმით, თითქოს საქართველო ან მისი იმდროინდელი ხელისუფლება რაიმე ფორმით ჩართული იყო ამ პროვოკაციაში და ცდილობს, საქართველოს დადანაშაულებას, ჩემს თვალში არის ნაძირალა. პირდაპირ ვამბობ, იმდროინდელი ხელისუფლების დადანაშაულება ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დადანაშულებას. ამიტომ ყველა, ვინც ასე საუბრობს, ჩემს თვალში არის ნაძირალა. ასე გადაეცით „ქართულ ოცნებას“. ვინც სხვაობას ვერ ხედავს 500 სამშვიდობოსა და 58-ე არმიის რეგულარულ ნაწილებს შორის, არის ნაძირალა.
ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა გამოკვეთა ერთადერთი დამნაშავე სახელმწიფო, ეს არის რუსეთი, სანქციები და ორდერები გაცემული არის რუსეთის მაღალჩინოსნებზე და საქართველოს არცერთ მოქალაქეზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იყო ცამდე მართალი, იცავდა თავს, ხოლო რუსეთი არის აგრესორი. კიდევ ერთხელ ვმეორებ, ვინც ცდილობს, საქართველო რაიმე ფორმით დაადანაშაულოს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაში, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა. უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა ექსპერტმა, ვინც სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს ბრალეულობას ომთან დაკავშირებით, პოზიცია შეიცვალა და ყველა სინანულით ამბობს, რომ თავის დროზე ვერ შეაფასეს რეალურად ის საფრთხეები, რაც 2008 წლს საქართველოს ემუქრებოდა. ყველა ჩავარდა სინანულში. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ტალიავინი ჯერ არ არის ჩავარდნილი სინანულში“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.