პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო სარჩელს აქვს პოლიტიკური სარჩული, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს ასწავლოს ჭკუა და მიუთითოს თავისი ადგილი
პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო სარჩელს აქვს პოლიტიკური სარჩული, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს ასწავლოს ჭკუა და მიუთითოს თავისი ადგილი

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინა ჭკუა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვით, მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, სარჩელს აქვს არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს მიუთითონ თავისი ადგილი.

„კომპეტენციებზე დავის პრაქტიკა არსებობს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მაგრამ მაკვირვებს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ არ გეგმავდნენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა. ამას არ აქვს სამართლებრივი სარჩული, აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს ასწავლონ ჭკუა, მიუთითონ თავის ადგილი. სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ფაქსიმილიეს აპარატია, რასაც მთავრობა შეუტანს, ყველაფერი უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.