პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველი არ შეიძლება, იყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენელი, ის უნდა იყოს ნეიტრალური ადამიანი, ლევან იოსელიანი ოპოზიციის მხრიდან ვიცე-სპიკერია
სახალხო დამცველი არ შეიძლება, იყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენელი, ის უნდა იყოს ნეიტრალური, მიუმხრობელი ადამიანი. ლევან იოსელიანი ოპოზიციის მხრიდან ვიცე-სპიკერია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ყველას თავისი არჩევანი აქვს.
„აქამდე ლევან იოსელიანზე ვიცოდი და დღესაც ვიცი, რომ ოპოზიციის მხრიდან ვიცე-სპიკერია. სახალხო დამცველთან დაკავშირებით ყველა საუბრობდა, რომ ის მხარე არ შეიძლება იყოს, ახლა რა გამოდის? ლევან იოსელიანი რომ ვიცე-სპიკერია ოპოზიციიდან, ოპოზიცია არ არის, ვიცე სპიკერი არ არის და მაშინ ვინ არის, ვინ გამოდის? მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოეხატა რომელიმე პოზიციაზე. ყველას აქვს თავისი არჩევანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.