პაატა მანჯგალაძე - საარჩევნო რეფორმის პრინციპულ საკითხებზე თითქმის თანხმობა გვაქვს
პაატა მანჯგალაძე - საარჩევნო რეფორმის პრინციპულ საკითხებზე თითქმის თანხმობა გვაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში კონსტრუქციული გარემოა.

„პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ამაზეც შევთანხმდებით. როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტის მინიჭების საკითხი არ არის არსებითად პრინციპული „ქართული ოცნებისთვის“ და არის „ევროპელი სოციალისტებისთვის“, რასაც არ ვეთანხმებით. სულ ეს ორი საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ საკითხებზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდეს და შესაძლებელია, შევთანხმდეთ. შესაძლებელია, რომ მომავალი კვირიდან კომიტეტებში განხილვა დაიწყოს. არის მოსაზრება, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და არის მოსაზრება რომ სავალდებულო კომიტეტებმა განიხილოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.