პაატა მანჯგალაძე - ქვეყანაში არეულობას თავად აწყობენ, პატარა გოგო-ბიჭები ყვავილებით იდგნენ, მივარდნენ და დაარბიეს
ქვეყანაში არეულობას თავად აწყობენ, პატარა გოგო-ბიჭები ყვავილებით იდგნენ, ე.წ. რობოკოპებით შეიარაღებულები მივარდნენ და ადამიანები დაარბიეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები საქართველოს დიდებას მღეროდნენ და დაარბიეს.
„ტვინს ცოტა ძალა ხომ უნდა დაატანონ, რომ ვინმეს არეულობა უნდა? როცა ამბობენ, რომ ვინმეს პროვოკაცია უნდა, „ქართულო ოცნება“, ეს კანონპროექტი გაიტანეთ და მაშინ არ აჰყვეთ პროვოკაციას. დევი ჭაკვეტაძის განცხადებას ვუსმენდი. მათ თქვეს, ერთი თმის ღერი არ გვიღირსო და მან კითხვა დასვა, პროცესი რომ გართულდეს, ეს კანონი ამად გიღირთო? ამაზე პასუხი არ ჰქონიათ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.