პაატა მანჯგალაძე - ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს, როგორ იმუშავებს ქვეყანაში ქოლცენტრი ხელისუფლების ჩართულობის გარეშე
პაატა მანჯგალაძე - ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს, როგორ იმუშავებს ქვეყანაში ქოლცენტრი ხელისუფლების ჩართულობის გარეშე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი თუ დამნაშავეა, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები ამას გაარკვევენ. მისივე თქმით, ქოლცენტრები ნამდვილად არის თაღლითური სქემა, თუმცა დამაჯარებელი არ არის, რომ ხელისუფლებას ქოლცენტრების მუშაობის შესახებ არ სცოდნოდა.

აქედან გამომდინარე, პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ეჭვქვეშ აყენებს არა „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს.

„კეზერაშვილთან პირდაპირი სამხილი არავის დაუდია. საუბარია, რომ საქართველოში არსებულ იმ ოთხ ადამიანს (მათ უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არ ვარღვევ, არ ვიცი, ის ხალხი ვინ არის, არც ვიცნობ) რაღაც ეტაპზე შეიძლება, კეზერაშვილი იცნობდა კიდეც და ურთიერთობაც ჰქონდა ამ ხალხთან, მაგრამ ეს ადამიანები, როგორც მაქვს ინფორმაცია, შემდეგ უფრო დაუახლოვდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, საუბარია ფარცხალაძეზე, მამაცაშვილზე, ეჭვების დონეზე გეუბნებით. კეზერაშვილი თუ არის დამნაშავე, ბრიტანული სამართალდამცავი ორგანოები არ დააკლებენ ამას ხელს, ჩვენ მაგაზე არ ვინერვიულოთ. ჩვენ ვინერვიულოთ იმაზე, საქართველოში რომ არსებობდა ქოლცენტრები, ვინ მფარველობს და ვინ იყო ამ ყველაფრის უკან. ჩემს ვერსიას გეუბნებით. ეჭვქვეშ არ ვაყენებ „ბიბისის“, ეჭვქვეშ ვაყენებ ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესს – კეზერაშვილის გარემოცვა იყო და საქართველოში ისე მუშაობდა ქოლცენტრები, რომ ვერაფერი გავიგეთ. შეიძლება ქვეყანაში ამუშაო ქოლცენტრი ისე, რომ ხელისუფლებამ არაფერი იცოდეს?

სასწაული ამბავია, კეზერაშვილი წირავს თავის მეგობარს, რომელიც არის ბურჭულაძის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი ქვისლი, დაახლოებულია „ქართულ ოცნებასთან“. როგორ იმუშავებს ქოლცენტრი ქვეყანაში ხელისუფლების ჩართულობის გარეშე? ქოლცენტრს კი არა, ზარს რომ ვაკეთებდით საერთო ჩათში, იქ ჩაგვინერგა სუს-მა აგენტი და ყოველდღე რასაც ვამბობდით, „დანოსები“ აქვთ დაწერილი ამაზე. 1 000 კაცში ტრეფიკი 24-საათიანი თაღლითური სქემით ირეკებოდა უცხოეთში და არ იცოდა ხელისუფლებამ?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.