პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით საღამოს კაფე-რესტორნები გადაჭედილი იყო
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მისული ადამიანებით საღამოს კაფე-რესტორნები გადაჭედილი იყო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხელეებისთვის გუშინ უქმე დღე გამოაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა არ გაუკვირდა, რადგან მმართველ პარტიას მხოლოდ აგიტატორებისა და კოორდინატორების სახით, 70 ათასი ადამიანი ჰყავს შავი ფულით დაქირავებული.

„მხოლოდ ამ ადამიანების მობილიზება რომ გააკეთონ, შედეგს ამითაც მიაღწევენ. გუშინ ვნახეთ, რომ შიდა ტურიზმი განვითარდა, აქციაზე მოსული ადამიანებით საღამოს კაფე-რესტორნები გადაჭედილი იყო. ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები რომ ტარდებოდეს, შავი ფულის მასა რომ არ იყოს და საჯარო მოხელეებს შიში არ ჰქონდეთ, დამერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ გუშინ შეკრებილ ადამიანებშიც წააგებდა არჩევნებს, რადგან არაფერი გააკეთა ისეთი, რაც მესამე ვადით აირჩევდათ. აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ადამიანს აქციაზე წასვლას რომ აიძულებ, რომ სამსახურიდან არ გაათავისუფლო, არასწორად მიმაჩნია, თუმცა ეს ხდებოდა წინა მთავრობის დროსაც, ეს არ არის „ქართული ოცნების“ „ნოუ-ჰაუ“. იმის გამო, რომ საჯარო მოხელედ მუშაობენ, ადამიანები არ არიან ცხვრის ფარა, აქეთ-იქით წაიყვანონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.