პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„რას მალავენ? მესმის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება – არც კორუფცია არსებობს, არც კეთილსინდისიერების პრობლემაა. სათქმელი თუ არ გვექნება, „ქართული ოცნება“ უფრო გამარჯვებული არ იქნება, ვიდრე ოპოზიციას ჩაუსაფრდეს, იქნებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს და პარლამენტში არ მოვიდესო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. „ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.