პაატა მანჯგალაძე - პენიტენციური სამსახური ბრეგაძის დაქვემდებარებაში რომ არის, რა უნდა თქვას, სააკაშვილი მოვწამლეთო? რა დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ
პაატა მანჯგალაძე - პენიტენციური სამსახური ბრეგაძის დაქვემდებარებაში რომ არის, რა უნდა თქვას, სააკაშვილი მოვწამლეთო? რა დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ

რა პენიტენციური, რა დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ ამ ადამიანებს. პენიტენციური სამსახური ბრეგაძის დაქვემდებარებაში რომ არის, რა უნდა თქვას, მოვწამლეთ და მოვკალითო? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ რომ ცენტრ „ემპათიის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში საუბარია, რომ მომწამვლელი ნივთიერება სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობით ნამდვილად არის აღმოჩენილი.

„ემპათიის“, ამერიკელი ექსპერტის დასკვნა ვნახე და გავეცანი. ამ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, რომ მომწამვლელი ნივთიერება სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობით ნამდვილად არის აღმოჩენილი. ამაზე საუბრობს ამერიკელი ექსპერტი და პირდაპირ ამბობს, რომ აღმოჩენილია მძიმე მეტალები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოიწვევს სიცოცხლის დაზიანებას. მისი ვარაუდით, ეს არ არის მკურნალობის პროცესში წამლების შედეგად მიღებული ნივთიერებები. არანაირი პენიტენციური სამსახური არ გვყავს. იმ პიროვნებას რომ შეხედავთ, მოუსმენთ, გეგონებათ ბოლშევიკი აღდგა. მგონია, 21-ე საუკუნეში განიცადეს რეირკარნაცია და რატი ბრეგაძის სახით არიან მოსული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.