„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტში მივიდა.
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მანჯგალაძე სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. მას ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ „გირჩის“ წევრებიც, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი.