პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გამოვიდეს ამ პროცესიდან და ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გამოვიდეს ამ პროცესიდან და ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
კითხვაზე, „ნიკა მელიასთან იყო საუბარი შეთანხმებაზე?“,- მანჯგალაძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო მომენტამდე მონაწილეობდა შეთანხმებაში.
მანჯგალაძის განმარტებით, შეთანხმების მიმდინარეობისას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს, რომ ცესკო-სთან და 43-პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებული პირობები მისთვის მიუღებელი იყო.
„ნიკა მელიასთან რომ იყო საუბარი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ადასტურებს ის, რომ ბოლო მომენტამდე მონაწილეობდა შეთანხმებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი შეთანხმების შემდეგ აპროტესტებდა ცესკო-ს ნაწილს, არ მოსწონდა ჟვანიას დარჩენის შესაძლებლობა და აპროტესტებდა 43-პროცენტიან ბარიერს. შეთანხმების მიმდინარეობისას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს უთქვამს, რომ ეს პირობები მიუღებელია მისთვის, ჩვენ რაც ვნახეთ შეთანხმების შემდეგ განმარტებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც აპროტესტებდა ორ ნაწილს. პირველი იყო ჟვანიას ნაწილი და მეორე – ბარიერი. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით და დანაკარგით გამოვიდეს ამ პროცესისგან და ხელი შეაწმინდოს ოპოზიციას“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.