პაატა მანჯგალაძე - მორალური წნეხია, ვინც არ დატოვებს პარლამენტს, მოღალატეა, ცხოვრებაში არაფრისთვის მიღალატია, ვინმეს რაღაცაში რომ გავყვე, უნდა ვიცოდე, სად მიდის
მორალური წნეხია, ვინც არ დატოვებს პარლამენტს, მოღალატეა, ცხოვრებაში არაფრისთვის მიღალატია, არც პარლამენტი ნიშნავს არაფერს, უბრალოდ ვინმეს რაღაცაში, რომ გავყვე უნდა ვიცოდე, სად მიდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენმებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე მეტი კონსულტაცია იქნება ოპოზიციას შორის.
„მნიშვნელოვანია, სააკაშვილი ჯანმრთელად, უსაფრთხოდ იყოს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ოპოზიციასთან, რა სტრატეგიაა მანდატების დატოვების შემდეგ, რა ხდება, ასეთ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი ზედმეტი არის. თუ მანდატი დავტოვეთ ანუ ქუჩაში რევოლუცია უნდა მოვაწყოთ, თუ რა უნდა მოვაწყოთ, არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კონსულტაცია იყოს ამ საკითხებზე ოპოზიციას შორის. მორალური წნეხია, ვინც არ დატოვებს პარლამენტს, მოღალატეა. ცხოვრებაში არაფრისთვის მიღალატია, არც პარლამენტი ნიშნავს არაფერს. უბრალოდ, ვინმეს რაღაცაში რომ გავყვ,ე უნდა ვიცოდე სად მიდის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.