პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლება ინტერპრეტაციას ცდილობს სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველაფრის უკან თითქოს ლობისტური კომპანიები იდგნენ, თურმე ევროპარლამენტარები იყიდეს, ეს სისულელეა
საქართველოს ხელისუფლება ინტერპრეტაციას ცდილობს სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველაფრის უკან თითქოს ლობისტური კომპანიები იდგნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ლობისტური კომპანიის საქმიანობა დასავლეთში მიღებულია.
„რასაც აქ შავი ფულით აკეთებენ, იქ დეკლარირებულია და ყველა მიზანი დეტალებშია აღწერილი. საქართველოს ხელისუფლება ინტერპრეტაციას ცდილობს სააკაშვილთან დაკავშირებით, ყველაფრის უკან თითქოს ლობისტური კომპანიები იდგნენ. თურმე 600 ევროპარლამენტარი იყიდეს. თურმე „ალდესა“ და „ევროპის ხალხის პარტიის“ რეზოლუციებში, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ფული ყოფილა გადახდილი. სააკაშვილი კარგად არის და ვერ ვხედავთ? ამ პროპაგანდის არსი რა არის? 600 ევროპარლამენტარი იყიდეს, ამას ვამბობთ? კობახიძე ყოველდღე იძახის, ევროპარლამენტარები ნაყიდები არიანო, ეს სისულელეა და ესაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამორეცხვა. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი კარგია და ბოროტია ევროპა. ეს რას გვაძლევს?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.