პაატა მანჯგალაძე - კარგი იქნება, თუ საქართველოს რეგიონში ფუნქცია ექნება, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, ეს ფორმატები ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ცდილობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ საქართველოს ფუნქცია ექნება რეგიონში, თუმცა ეს ფორმატები საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას ვერ ჩაანაცვლებს.
„საქართველო ყოველთვის ცდილობდა ამ როლის შესრულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის ვაღიარებდით, მაგრამ პოზიციებს ასე მკვეთრად არ ვაფიქსირებდით. კარგი იქნება, თუ საქართველოს ფუნქცია ექნება რეგიონში, ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, რადგან ეს ფორმატები ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას, ნატო-ს და ასე შემდეგ. ეს არის რეგიონული პროექტები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.