პაატა მანჯგალაძე - გახარიას შემოსვლა ალბათ „ქართული ოცნების“ წიაღში გამოიწვევს ძვრებს
ნებისმიერ ადამიანის პოლიტიკაში ყოფნისას, ძალას და წონას აძლევს ხალხი. ხალხი გასცემს ამ მანდატს. მე არ მგონია, რომ არსებულ ოპოზიციურ სპექტრში და საპროტესტო ელექტორატში შეცვალოს არსებითად რამე. ალბათ, გახარიას შემოსვლა უფრო „ქართული ოცნების“ წიაღში გამოიწვევს ძვრებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადების შესასებისას აღნიშნა.
მანჯგალაძის თქმით, გახარიამ პირველ რიგში 20 ივნისის საქმეზე კითხვებს უნდა უპასუხოს.
„ვიდრე გახარიას წონაზე და პოლიტიკურ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, მან პირველ რიგში 20 ივნისის საქმეს უნდა უპასუხოს – ეს არის მისი მთავარი გამოწვევა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წონას და კონკურენციას, ჯერ ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია, ჩამოვიდეს მიწაზე, დამიწდეს, რეალურად გავზომავთ ამის შემდეგ. ერთია ჰიპოთეტური გაზომვა ადამიანების შესალეძლობების და მეორე რეალურად რა შეუძლია მას და როგორ იმოქმედებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.